სადამრიგებლო საათი

 

სადამრიგებლო საათის რეფლექსია

 

22.09.2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილების ცხრილი. შევიმუშავეთ მორიგეობის ცხრილი. გავაცანი სკოლის შინაგანაწესი და შევადგინეთ კლასის ქცევის წესები ურთიერთშეთანხმებულად.

 

30.09.2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

შემდეგი შეხვედრის თემა იყო: მოსწავლის უფლებები და მოვალეობები. მოსწავლეებმა გაიაზრეს  უფლებები და მათი მოვალეობები. პირობა დადეს გულისხმიერად მოეკიდონ თავის მოვალეობებს, დაიცვან მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, დაემორჩილონ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს, პატივი სცენ სკოლის ტრადიციებს. მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

 

6.10.2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

კლასის საათი თემაზე : ,,მავნე ჩვევები"

კლასის საათი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ტიპის მავნე ჩვევებს და აღნიშნეს მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების წესზე.  მოსწავლეები თანაბრად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და თავიანთ შეხედულებებსა თუ გამოცდილებებზე გულახდილად საუბრობდნენ.  გამოყენებული იყო, როგორც მინი ლექციის, ისე დიალოგისა და დისკუსიის მეთოდი.

 

13.10. 2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

კლასის საათი თემაზე : „ტოლერანტობა“

მოსწავლეებმა  ნახეს აღნიშნულ საკითხზე მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეოები. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან ხშირად უწევთ ურთიერთობა მათგან განსხვავებულ ადამიანებთან, თუმცა მათივე თქმით ეს საკმაოდ საინტერესოც კი არის. ბოლოს დაასკვნეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის თავისუფალ არჩევანს  იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.  შევინარჩუნოთ კეთილგანწყობილი ურთიერთობები მათთან განსხვავებული ხედვის მიუხედავად.

 

20.10.2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

კლასის საათი თემაზე : სტერეოტიპები

კლასის საათმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების დაცვას. მოიყვანეს სტერეოტიპების გავრცელებული მაგალითებიც და აღნიშნეს, რომ მათში არაფერია ჭეშმარიტი, რადგან ხალხის მიერ გამოგონილი მცდარი შეხედულებებია მთელ რიგ საკითხებზე. საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტერეოტიპები არ უნდა არსებობდნენ.

 

27.10. 2022

ესწრებოდა 4 მოსწავლე

კლასის საათი თემაზე : ჰელოუინი

მოსწავლეები გაეცნენ ჰელოუინის დღესასწაულის ისტორიას და ტრადიციებს. ჰელოუინი, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება, დასავლური სამყაროს ერთ–ერთი უძველესი დღესასწაულია. ერთ დროს, კელტებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო, რომელთა შთამომავლებს შორის არიან ირლანდიელები, ვალიელები და შოტლანდიელები. ძველად ამ დღეს სამაინს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ერთი ღამით დედამიწაზე სახეტიალოდ თავისუფლდებოდნენ. ამ სულების გარდაცვლილთა სამყაროში გასაცილებლად და შესაშინებლად ხალხი კოცონს ანთებდა, პოტენციურად სახიფათო სულების დამშვიდებას კი ხალხი საკვების მიძღვნით ცდილობდა.

მოსწავლეებმა ამ დღისთვის შექმნეს დეკორაცია და გააფორმეს კლასი.  შეარჩიეს როლები და სამოსი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

No comments:

Post a Comment

ქორეოგრაფიული ანსამბლი "როდოპოლისის "წევრი მარიამ ზივზივაძე

  1.07.2024 ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "როდოპოლისის " და სტუდიის ორი ჯგუფ...